„ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის,“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
„ბზინესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ვაშლის იმპორტის მაჩვენებელი და ღირებულება.
ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, შედარებით დიდი ოდენობით, 278.70 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 722 ტონა თურქეთიდან.
იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ასევე:
მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. ვაშლი საშუალოდ 0,42 დოლარად იყიდა, რაც იმ პერიოდისვე მონაცემებით, დაახლოებით 1-1.10 ლარის ფარგლებშია. იმპორტირებული ვაშლის ღირებულება კი სუპერმარკეტებში საშუალოდ 3 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ყველა ლოჯისტიკური და საგადასახადო ხარჯების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ვაშლი მაინც მაღალი ფასნამატით იყიდება და კილოგრამის შემთხვევაში მინიმუმ 200%-ს შეადგენს.