Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5425 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:17 საათისთვის ერთი დოლარი 2.5425 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.4995 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 8 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.4830 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7430 ლარია.