სებ-ის მოთხოვნები ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება - IMF

საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-ByArrangement) მეორე მიმოხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

2023 წლის 27 აპრილიდან 10 მაისამდე სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) მეორე მიმოხილვა იყო.

“პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია,საქართველოში სსფ-სმხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არგეგმავს.

პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ძლიერია: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეზღუდული გავლენის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშრებულმა იმიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, ტრანზიტული ვაჭრობის მატებამ, რაც თავისმხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია, ეკონომიკის ზრდა და ფისკალურ შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააუმჯობესა, ლარი გაამყარა. ხელისუფლებამ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ფისკალური დაუცხოური ვალუტის ბუფერები შეივსო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვასეხმარება.

ბოლო ხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა,თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის,დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდის და დაბალი უმუშევრობისგამო.

მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის დასაერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულ სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა.ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახდო პოლიტიკისა და ადმინისტრების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს .საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს.2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდაიყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვის მიმართ, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნისა და შრომის ბაზარზე სამუშო ძალის სიმწირიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფრთხილდა ეტაპობრივ კლებას მოითხოვს, რათა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნდეს მანამ, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. საბაზო ინფლაციის მატების შემთხვევაში შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გახდეს საჭირო.საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევ ევირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება,

კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფისკალური პოლიტიკა ბუფერების ზრდასა და რისკების მართვაზე სათანადოდ იყო მიმართული. ფისკალური წესის პირობის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება 2023 ბიუჯეტის შემგომი კორექტირებისთვის მზადაა. საჭიროა პროგრესის გაგრძელება შემოსავლების მობილიზაციის და სახელმწიფო ინვესტიციების მართვისკუთხით, რაც პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსების საშუალებას გაზრდის, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. ასევე უნდა გაგრძელდეს პროგრესი ხარჯვის ხარისხის და ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის შარშან მიღებული სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება გაზრდის პროდუქტიულობას და შეზღუდავს ფისკალურ რისკებს.

ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელება შეამცირებს მაღალუმუშევრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერიოდში. უნარებისშეუსაბამობის და გენდერული საკითხების დაძლევა უკეთესი განათლებით,გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებითა და დასაქმების აქტიური პოლიტიკით, კონკურენტუნარიანობის ზრდით, კორპორაციათა მართვის სტანდარტის გაუმჯობესებითდა ანტიკორუფციული სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტიზებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას დარეგიონის დაკავშირებულობას.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძოსექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“, - განაცხადა ვიზიტის დასასრულს ჯეიმს ჯონმა.