როდესაც მომხმარებელი გიყვარს და კომფორტს სთავაზობ - Sephora-ს წარმატების ამოხსნილი საიდუმლო

კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ფრანგული ბრენდი, Sephora 1970 წელს დაარსდა. დღეს ის სილამაზისა და ინოვაციის სინონიმია, უამრავი მომხმარებელი ჰყავს და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში საკმაოდ წონადია.

თავისი უნიკალური საცალო კონცეფციით, პროდუქტების არჩევანით და მომხმარებლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით, Sephora-მ სილამაზის მოყვარულთა გული მთელ მსოფლიოში დაიპყრო.

უახლოესი მონაცემებით Sephora მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია, 78 000-ზე მეტი პროდუქტით და დაახლოებით 39 000 თანამშრომლით, რომლებიც განაწილებულია 2 600-ზე მეტ მაღაზიასა და 35 ქვეყანაში. ამჟამად მისი წლიური შემოსავალი თითქმის 10 მილიარდი დოლარია.

დომინიკ მანდონოს როლი Sephora-ს დაბადებაში

Sephora-ს ისტორია 1970 წელს დაიწყო, როდესაც ფრანგმა მეწარმემ დომინიკ მანდონომ, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში პარფიუმერიის პატარა მაღაზია გახსნა. Mandonnaud-ის ხედვა იყო შეექმნა უნიკალური, რევოლუციური სავაჭრო გამოცდილება.

ის ფიქრობდა, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონოდა პროდუქციის დატესტვის საშუალება, სანამ მას შეიძენდა. ყველას უნდა შეძლებოდა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტი ადგილზე და ამასთანავე, ეს ყველაფერი მყუდრო გარემოში მომხდარიყო. მისი პოზიცია, მომხმარებელთა მიზიდვაშიც დაეხმარებოდა.

1993 წელს მანდონომ გააფართოვა თავისი ხედვა Sephora-ს ქსელის შეძენით, რომელიც იმ დროს პარიზში რამდენიმე მაღაზიისგან შედგებოდ. მან კომპანიის რებრენდინგი მოახდინა და თავისი ინოვაციური საცალო კონცეფცია განავრცო. ახალმა მიდგომამ რეზონანსი გამოიწვია მომხმარებლებში, Sephora -მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა საფრანგეთში.

1997 წელს Sephora-მ კონგლომერატ LVMH-ს ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ბრენდი მალევე შეიძინა. LVMH-ის ხელმძღვანელობით, Sephora-მ 1998 წელს ნიუ-იორკში თავისი პირველი ამერიკული მაღაზია გახსნა.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ Sephora-ს წარმატებას

Sephora-ს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა მისი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. კომპანიის მაღაზიები შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ექსპერიმენტები, სატესტო პროდუქცია ღია დისპლეიზე ყველგან არის ხელმისაწვდომი, გამოცდილი პერსონალი კი რჩევებს არ იშურებს. ეს უნიკალური სავაჭრო გამოცდილება დაეხმარა Sephora-ს იყოს გამორჩეული.

კომპანია გვთავაზობს დამკვიდრებული ბრენდების, ახალი სახელების ნაზავს და მის კერძო ეტიკეტს, Sephora Collection-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და ბიუჯეტს, რაც Sephora-ს აქცევს უნივერსალურ მაღაზიად.

კომპანია ამჟამად ოპერირებს 2 600-ზე მეტ მაღაზიას 35 ქვეყანაში. Sephora-მ ასევე წამოიწყო პროგრამები სილამაზის ინდუსტრიაში ნაკლებად ცნობილი თემების მხარდასაჭერად, როგორიცაა მისი Sephora Stands ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმე ქალებს მენტორობასა და დაფინანსებას.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი