სატაცურის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა - სად გადის პროდუქტი

მიუხედავად იმისა, რომ სატაცურის აღების სეზონი მაისის ბოლოდან იწყება, წელს 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ან გაცივებული პროდუქტის ექსპორტი გაორმაგდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 5.13 ათასი აშშ დოლარის სატაცური გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2.94 ათასი აშშ დოლარის.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2022 წელს ქვეყანამ 116.4 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა, 2021 წელს - 85.4 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2020 წელს 43.6 ათასი აშშ დოლარის.

საქსტატის მონაცემებით, წელს სატაცურის მთელი პარტია მხოლოდ სომხეთში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სატაცურის ექსპორტს, ჭარბობს იმპორტი. კერძოდ, წელს 3 თვეში ქვეყანაში 13.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

ნინი ქეთელაური