ბარაკ ობამა ევროკავშირს მოუწოდებს, ანტირუსული სანქციები არ შეასუსტოს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროკავშირს ურჩევს, ძალაში დატოვოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები, ვიდრე მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდება.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა ძალაში უნდა დატოვოს ანტირუსული სანქციები მანამდე, ვიდრე არ დავინახავთ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას", - განაცხადა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამერიკის პირველი პირის თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე, გაერთიანების წევრები რუსეთს გააგებინებენ, რომ სანქციები არ შესუსტდება, ვიდრე მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება.