ერთ წელში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა - ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ჩამოდიან

ერთ წელში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 25 069 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ეს მაშინ, როდესაც 2021-2022 სასწავლო წლებში ქვეყანაში 17 501 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

ზოგადი სურათისთვის, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (როგორც კერძო, ისე სახელმწიფოში), 2022-23 წლებში 161 292 სტუდენტი ირიცხება, 2021-22 წლებში კი მათი რაოდენობა 159 842-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში სასწავლებლად ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის, 2022-23 წლის მონაცემები ასეთია:

ტოპ-10 ქვეყანა:

  • ინდოეთი - 13 054 სტუდენტი
  • იორდანია - 2 282 სტუდენტი
  • ისრაელი - 1 376 სტუდენტი
  • ეგვიპტე -1 004 სტუდენტი
  • ნიგერია - 972 სტუდენტი
  • გაერთიანებული სამეფო -755
  • აზერბაიჯანი - 729 სტუდენტი
  • სუდანი - 585 სტუდენტი
  • რუსეთი - 459 სტუდენტი
  • პაკისტანი - 347 სტუდენტი

იხილეთ ასევე: „ქირაზე მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მხრიდან არის გაზრდილი“ - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად

ნინი ქეთელაური