3 ივნისს Georgian International wine award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან!

Winexpo-ს ფარგლებში, 2-4ივნისს, Georgiana International wine award - ჩატარდება,

წელს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა,5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 250 მდე ღვინოს .

გაისინჯება 250 მდე ღვინის ნიმუშ,გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ქართული ღვინის ისე კონკრეტული მეღვინეობების პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე.

ჟიურის ყველა წევრი თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გადაწყვეტილებაში.

დაჯილდოება გაიმართება 3 ივნისს, ექსპოჯორჯიაში, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას კი შემდეგ დღეს გამოფენაზე შეძლებთ.

მოკლედ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჟიურის წევრების შესახებ:

კონკურსის თავჯდომარე :ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი,მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.

344554659-1732771430488511-1347400802778001639-n-1684235792.jpg

✓ ტეილორ პერსონსი - სომელიე, მარკეტერი, რესტორატორი.

✓ აურორ ჟოდი - ენოლოგი, საფრანგეთის მეღვინეთა ასოციაციის წევრი.

✓ ფელისიტი კარტერი - ჟურნალისტი და რედაქტორი, მრჩეველი ღვინის ექსპორტის საკითხებში.

✓ ჩან ჯუნ პარკი - ღვინის ჟურნალისტი, სამხრეთ კორეის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

✓ მეტ ვილკინი - ღვინის მაგისტრი, სომელიე, მეღვინე, რესტორატორი.

✓ ანასტასია რონკოლეტა - სომელიე, ღვინის ექსპერტი, მარკეტერი.

ჟიურის შემადგენლობას ქართველი ღვინის ექსპერტებიც უერთდებიან :

✓ მიხეილ მესხი - ღვინის ექსპერტი, ენოლოგი-კონსულტანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

✓ ანა გოდაბრელიძე - ინჟინერ-ტექნოლოგი, ღვინის ექსპერტი. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე.

✓ ლევან მეხუზლა - ენოლოგი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

(R)