„გამორიცხული არ არის, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდება ავტობუსის ტურებიც“ - რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის პარალელურად, საქართველოს მიმართულებით ავტობუსის ტურებიც აღდგება. ამის შესახებ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა ისაუბრა.

„გამორიცხული არ არის, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდება ავტობუსის ტურებიც, რადგან ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ახლა ღიაა“, - განაცხადა მან.

მურადიანმა აღნიშნა, რომ წლიურად ტურისტების მოცულობამ, შესაძლოა, 1 მილიონს გადააჭარბოს, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის საკმაოდ ბევრი რეისი უკვე დანიშნულია.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაცით, მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების დაწყების ნებართვა Georgian Airways-ს მისცეს. უწყების ცნობითვე, ქართულ ავიაკომპანიაზე ფრენების ნებართვა დღეს გაიცა.

ეკა დარჩიაშვილი