ტაჯიკეთში ვალუტის გადამცვლელი ყველა პუნქტი დახურეს

გადაწყვეტილების მთავარი - ეროვნული ვალუტის რეკორდული დევალვაციაა

ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის განკარგულებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა შეაჩერეს.

უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი შიდა სავალუტო ბაზრის გამყარება, ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურება და საკრედიტო ორგანიზაციების კლიენტთა ინტერესების დაცვაა.

ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 1 პარილის მონაცემებით, ვალუტის გადამცვლელი 1 581 პუნქტი მოქმედებდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ტაჯიკური სომონი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. პარასკევს ერთი დოლარის ღირებულებამ 6,33 სომონი შეადგინა.