ქალები უფრო წარმატებული არიან ბიზნესში, ვიდრე - მამაკაცები

კომპანიები, რომელთა სათავეშიც ქალბატონები არიან, მეტ მოგებას ნახულობენ.

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ქალბატონები  მეტ წარმატებას აღწევენ ბიზნესში, ვიდრე მამაკაცები. მათივე თქმით, კომპანიები, რომელთა სათავეშიც ქალბატონები არიან, მეტ მოგებას ნახულობენ.

სპეციალისტებმა მსხვილი კომპანიების 2002-დან 2014 წლის ჩათვლით მონაცემები შეისწავლეს, რომლის მიხედვითაც დაასკვნეს, რომ კონკრეტულ კომპანიას უფრო მეტი მოგება ჰქონდა იმ წლებში, როცა მას სათავეში ქალი ედგა. 

ამერიკელ მეცნიერთა განმარტებით, ბიზნესში ქალბატონები მამაკაცებზე მეტად წარმატებული იმიტომ არიან, რომ ისინი თავიდანვე მაღალ მიზნებს ისახავენ და ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე.

კვლევის დროს ასევე გაირკვა, რომ მსხვილ კომპანიებში ქალ ხელმძღვანელებს უფრო ხშირად ათავისუფლებენ, ვიდრე - მამაკაცებს.

ცოტა ხნის წინ ამერიკული აუდიტორულ-კონსალტინგური ორგანიზაციის Grant Thornton-ის მიერ ჩატარებული კვლევის - "ქალები ბიზნესში: გზა ლიდერობისკენ" თანახმად, საქართველოში ქალები მაღალი ხელმძღვანელი პოზიციების 38%-ს იკავებენ. საქართველო ამ მაჩვენებლით, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიო ქვეყნებს შორის.