ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი ცენტრალური პარკის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი ცენტრალური პარკის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მისივე თქმით, იპოდრომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია და ამ ზომის უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში არ აშენებულა.

„იპოდრომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია, რომელიც თბილისისთვის უნდა აშენდეს. უკანასკნელი ათეული წელია ისტორიაში ამხელა პარკი არ აშენებულა. ეს არის თბილისის ცენტრალური პარკი, რომელზეც სამუშაოები საკმაოდ ყურადღებით და მონდომებით მიმდინარეობს, ეს გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები განხორციელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება. სხვა დეტალური ინფორმაცია ამ წუთას არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.