რომელია 7 ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეული მსოფლიოში

ადამიანების ნაწილს ურჩევია, რომ ორგანულ ბოსტნეულში მეტი თანხა გადაიხადოს. შესაბამისად, არსებობს კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ ფულის გადახდა უნიკალურ ბოსტნეულში, რომელთა ფასიც არც ისე დაბალია, ნამდვილად ღირს.

იაპონური პროდუქტები, როგორებიცაა ისპანახი იამასიტა, სოკო მაცუტაკე და ვაცაბის ძირი იმდენად ინტენსიურ მოვლას საჭიროებს, როგორც ზრდის, ასევე მოსავლის აღების დროს, რომ შესაბამისად იზრდება მისი ღირებულებაც.

გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეულის ჩამონათვალს:

ისპანახი იამასიტა

spinachyamashita-1684317452.jpg

მას ერთადერთი მწარმოებლი, ასაფუმი იამასიტა ჰყავს, რომელიც ცნობილია როგორც "იაპონური ბოსტნეულის სპიკერი". Food Republic-ის ინფორმაციით, მისი ერთადერთი კლიენტები ცნობილი რესტორატორები და მიშლენის ვარსკვლავიანი მზარეულები არიან. 1 კილოგრამი იამასიტას ღირებულება დაახლოებით 32 დოლარია.

სვიას გირჩი

hops-1684317424.jpg

მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. იმისათვის, რომ საშუალო მოცულობის სვია მიიღოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ბუჩქი უნდა დარგოთ. ამასთან, საკმაოდ რთულია მათი მოკრეფა. ფასიც შესაბამისი აქვს - ერთი კილოგრამი 975 დოლარი ღირს.

სვიას ჭამა ნედლადაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ მწარეს მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ. სხვა შემთხვევაში მას ზეთთან და ნიორთან ერთად თუშავენ.

კარტოფილი Le Bonnotte

bonnottepotatoes-1684317393.jpg

შესაძლოა, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილია - ერთი კილოგრამის ღირებულება 1220 დოლარს შეადგენს.

გამორჩეულად გემრიელი და არომატული კარტოფილი საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ Noirmoutier-ზე მოდის, სადაც ფერმერები მას ხელით კრეფენ.

ადგილობრივი წყალმცენარეები და ოკეანის მარილიანი წყალი მას გამორჩეულ გემოს აძლევს. პროდუქტს მოკლე სეზონი აქვს და მოსავალი, როგორც წესი, 100 ტონას არ აღემატება.

სოკო მაცუტანკე

matsutake-1684317370.jpg

თუკი სპაგეტის გემო სოკოთი ან ვეგეტარიანული ბურგერი გიყვართ, ეს პროდუქტი დაგაინტერესებთ. მაცუტანკე - იაპონური ველური სოკოა, ხორცისა და დარიჩინის არომატით. ის იზრდება მხოლოდ წითელი ფიჭვის ველურ საუკუნოვან წიწვოვანებში - ე.წ. წითელ ტყეში, რომლის ტერიტორია მცირდება. ახლა იაპონელები წელიწადში არაუმეტეს ათასი ტონა მაცუტაკეს იღებენ. Los Angeles Times-ის ცნობით, თითოეული მათგანი დაახლოებით 80 დოლარი ღირს, მაგრამ თუ ხმელის შეძენას გადაწყვეტთ, ცოტა იაფადაც შეიძლება გადააწყდეთ.

ვარდისფერი სალათის ფოთოლი

salatpink-1684317334.jpg

La Rosa del Veneto radicchio, ცნობილი როგორც ვარდისფერი სალათის ფოთოლი ან ვარდკაჭაჭა, არის პრემიუმ ფოთლოვანი ბოსტნეული. თავდაპირველად ის მოდიოდა ვენეციაში, ახლა კი მისი ნახვა აშშ-შიც შესაძლებელია.

მცენარეს "აიძულებენ" მოვარდისფრო გახდეს: რაღაც დრომდე მას ზრდიან, შემოდგომაზე მოსავალს იღებენ და შემდეგ გადარგავენ და პროდუქტი ზრდას სიბნელეში ასრულებს.

New York Post-ის ცნობით, Campo Rosso-ს ფერმაში ვარდისფერ სალათის ყიდვა 24 დოლარად შეგიძლიათ, რაც დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სალათის ფოთოლი.

ესპანური ბარდა

gorox-1684317309.jpg

ზოგიერთი ადამიანი მას "მწვანე ხიზილალას" უწოდებს. ესპანეთში მისი სეზონია გაზაფხული. რაც შეფ-მზარეულებისა და ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის მათ ცხელ პროდუქტად აქცევს. ბარდას კერძებში ქონდარით ამზადებენ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, ის ნაყინთან ერთად რომ მოგართვან.

The New York Times-ის ცნობით, 1 კგ ესპანური ბარდა შესაძლოა, 244-დან 860 დოლარამდეც ღირდეს.

ვასაბი

vasabi-1684317282.jpg

იმის გამო, რომ ვასაბი ძალიან შრომატევადია, მისი 1 კგ-ის ღირებულება შესაძლოა, 400 დოლარამდეც აღწევდეს. ეს იაპონური ბოსტნეული ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსავლელად.

დაავადებულ კულტურას კარგად შერჩეული საკვები ნივთიერებები და ტენიანობის იდეალური ბალანსი სჭირდება.

ეკა დარჩიაშვილი