Facebook-მა აქტივობაში ”რას მიირთმევთ ახლა” ხინკალი დაამატა

Facebook-მა სექციის ”რას აკეთებთ ან რას გრძნობთ ახლა” აქტივობაში ”რას მიირთმევთ” ხინკალი დაამატა.

ახალი "აიქონის" მეშვეობით, ”ფეისბუქის” მომხმარებელს შეუძლია მეგობრებს გაუზიაროს, რომ კონკრეტულ მომენტში ხინკალს მიირთმევს.

ხინკლის დაგემოვნებას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უამრავი უცხოური გამოცემა ურჩევს. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ რესტორნებში ხინკალი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

bpn