რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რა იყიდა და გაყიდა საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით?

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.1%-ით არის გაზრდილი. აქედან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი - 44.6%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი - 54.2%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა პროდუქტები იყიდა და გაყიდა საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით.

2023 წლის იანვარ-აპრილში ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი რუსეთში:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 52 371 100 აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 45 353 000 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 30 554 900 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 22 320 700 აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 17 036 500 აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-აპრილში ტოპ-5 რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 212 433 100 აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 80 391 000 აშშ დოლარი;
  • ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - 17 240 600 აშშ დოლარი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 15 004 200 აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 13 888 000 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი