უნიკალური შანსი SS.GE-სგან - პორტალს განათლების რუბრიკა დაემატა

პორტალი ss.ge უკვე მრავალი წელია, მკითხველს სხვადასხვა კატეგორიის განცხადებას სიახლეებთან ერთად სთავაზობს და ადამიანებს საჭირო ინფორმაციის განთავსებასა და მოძიებაში ეხმარება. ვებგვერდის ერთ-ერთი პოპულარული რუბრიკა განათლების მიმართულებაა, რომელშიც საგანმანათლებლო სერვისების შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაცია იყრის თავს.

ss.ge-ზე რუბრიკა „განათლება“ დიდი ხანია, არსებობს, თუმცა წელს განსაკუთრებით გააქტიურდა და ამ კატეგორიის მიმართ ბაზარზე მოთხოვნამაც იმატა. გაიზარდა როგორც განცხადებების განთავსების, ასევე ტრაფიკის მაჩვენებელი. რუბრიკა 5 ძირითად კატეგორიას აერთიანებს. ესენია:

  • უცხო ენები
  • საგნები
  • კურსები-ტრენინგები
  • უცხოეთში განათლება
  • სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურის განათლება.

კონკრეტულ რუბრიკაში განცხადების განთავსება შეუძლიათ როგორც კერძო მასწავლებლებს, რეპეტიტორებს, ასევე სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრებს. მათ შესაძლებლობა აქვთ, დაინტერესებულ პირებს კონკრეტული საგნის სწავლება, ტრენინგი თუ სხვა მომსახურება შესთავაზონ.

შესაძლებელია განათავსოთ როგორც სასკოლო და სასწავლო პროგრამების შესახებ განცხადებები, ასევე სამოყვარულო ჯგუფებისთვისაც, როგორებიცაა მუსიკალური საკრავების შესწავლა, სახვითი ხელოვნება თუ სხვა.

ამ ეტაპზე, რუბრიკაში თვის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსისა და ტრენინგის შესახებ თავსდება ინფორმაცია. მონაცემები ყოველდღიურად ემატება და ახლდება.

საიტზე, 500-მდე მასწავლებლის განცხადებაა, რომლებიც მოსწავლეებს, დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ საგნებში მომზადებასა და კომპეტენციების გაუმჯობესებას სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ ss.ge-ზე განთავსებული განცხადებები სანდო და გადამოწმებულია. მომხმარებლებს განცხადებების განსათავსებლად რეგისტრაცია დამოუკიდებლად შეუძლიათ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ss.ge-ს ქოლ-ცენტრში დარეკოთ და დამატებით შეკითხვებზე პასუხი მიიღოთ.

თუ ტრენინგ-კურსებს, სხვადასხვა საგნის რეპეტიტორს, სკოლამდელი აღზრდის, ან დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებს, გაცვლითი პროგრამების ჩამონათვალს ეძებთ, შეგიძლიათ, ერთ სივრცეში, მოკლე დროში ამომწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მიიღოთ.

ფილტრი საკმაოდ მოქნილია. შესაბამისად, ადგილმდებარეობისა და კატეგორიის მიხედვით, სასურველ განცხადებას მარტივად იპოვით. საიტზე მხოლოდ აღნიშნულ რუბრიკას დღიურად 10 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს და მასზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.

დაინტერესებულ პირებს განცხადებების განთავსება მთელი ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. მომხმარებელი კი ერთ სივრცეში ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს.