რუსული მედია: სოჭის სასტუმროების 70-80% უკვე დაჯავშნილია

რუსული მედია წერს, რომ მსხვილი ტუროპერატორები სოჭში დასვენების მოთხოვნის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებენ. მათი ცნობით, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ადგილი ფაქტობრივად, აღარ არის. მათი თქმით, პიკი მოსალოდნელია მაისის ბოლოს, როდესაც სწავლა დასრულდება და მოსახლეობა დასვენებაზე აქტიურად დაიწყებს ზრუნვას.

როგორც ტუროპერატორი Fun&Sun იუწყება, დღესდღეობით სოჭის სასტუმროების 70-80% უკვე დაჯავშნილია.

თავის მხრივ, OSIG-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ახლა დაფიქსირებულ ახალ ტენდენციაზე: ჯავშნები თანაბარი წილით მოდის როგორც სოჭის პლაჟზე, ასევე მთაზე.

”მთის მიმართულებით რეზერვაციები 30%-ზე მეტია, ზოგიერთ ადგილას ზაფხულისთვის 50%-ს აღწევს, რაც ბევრად აღემატება მოლოდინს არასაზღვაო მიმართულებებისთვის,” - თქვა მან.

Intourist- ის პრესსამსახურში კი აღნიშნეს, როგორც საოჯახო, ისე ცნობილ სასტუმროებში ადგილები ძალიან სწრაფად იწურება.

ეკა დარჩიაშვილი