რომელ დარგებში გაიცემა ყველაზე მეტი სესხი მისო-ების მიერ

მისო-ების პორტფელის 50%-ზე მეტი ლომბარდულ სესხებზე მოდის. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1,580 მლრდ ლარის სესხი გასცეს. აქედან 1.553 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 27,2 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე გაიცა.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

  • ლომბარდი - 790 666 475 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - 416 857 330 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - 183 959 844 ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 104 790 236 ლარი
  • განვადება - 49 372 312 ლარი

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, წელს 3 თვეში მისო-ებმა 29 938 426 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 457 642 ლარის.

ნინი ქეთელაური