ოჯახის ბინადრები, რომელთა შეძენა და მოვლა ყველაზე იაფია

სახლში, ახალი ბინადრის ყოლა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად ფინანსებსაც მოითხოვს. აცრებიდან დაწყებული, კანის დამუშავებით, საკვებით და უსაფრთხო გარემოს შექმნით დამთავრებული, ნებისმიერ ბინადარს ყველა იმ პირობის შექმნა სჭირდება, რაც მათ სასიცოცხლო გარემოს შეესაბამება.

ამჯერად წარმოგიდგენთ ცხოველებს, ფრინველებსა და სხვა ბინადრებს, რომელთა შეძენაც და მოვლაც იაფი დაგიჯდებათ.

კიბორჩხალა

კიბორჩხალა უჩვეულო შინაური ბინადარია, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს. ევროპის ქვეყნებში მისი შეძენა 6 დოლარიდან შეგიძლიათ. საცხოვრებელი გარემოს მოწყობა კი არც თუ ისე ძვირი ჯდება.

ზღვის კიბორჩხალები მიჩნეულია ხორცისმჭამელებად. ზოგჯერ ისინი მოიხმარენ წყალმცენარეებს. სხვა ტიპის კიბოები ბალახისმჭამელები არიან. მათი საკვები ზოომაღაზიებში იყიდება და საკმაოდ დიდი არჩევანია, ფასიც დაბალი.

თვიური ხარჯი აკვარიუმის გასუფთავება იქნება, რაც შეგიძლიათ თავად, უფასოდ გააკეთოთ.

თევზი

თევზი არის იაფი შინაური ბინადარი, რომლის მოვლა ძალიან მარტივია. საქართველოში თევზის ყიდვა ძალიან იაფად არის შესაძლებელი. თითოს ფასი 3 ლარიდან იწყება და ჯიშის მიხედვით იზრდება. ერთჯერადი ხარჯი აკვარიუმის, ავზის, ფილტრის, თერმომეტრისა და გამათბობელის ყიდვა იქნება, რაც საშუალოდ 100 ლარიდან ზემოთ დაგიჯდებათ.

ზღვის გოჭი

ეს საყვარელი მღრღნელი განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში. ზღვის გოჭის, მისი გალიის და საცხოვრებელი გარემოს მოსაწყობად დაახლოებით 100 ლარის დახარჯვა მოგიწევთ. ყოველთვიურად კი მხოლოდ საკვებს, საწოლების, C ვიტამინის დანამატების და ვეტერინართან ვიზიტის ხარჯებია გასათვალისწინებელი. ზღვის გოჭს სპეციალური საკვების გარდა შეგიძლიათ აჭამოთ ხილი, ბოსტნეული და სხვა.

ტარანტულა

ზოგს მიაჩნია, რომ მისი გარეგნობა საზიზღარია, მაგრამ ტარანტულა მართლაც შესანიშნავი შინაურ ცხოველია. თუმცა, საქართველოში მას იშვიათად თუ იპოვით. ამერიკაში და ევროპაში ერთი ტარანტულის შეძენა 130 დოლარად არის შესაძლებელი. მას არ სჭირდება გართობა, ვეტერინართან ვიზიტი, სათამაშოები ან რაიმე სხვა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი საკვები აღნიშნულ ქვეყნებში ძალიან იაფია.

თუთიყუში

იცოდით, რომ თუთიყუში ინტელექტუალური ფრინველია? საქართველოში ტალღოვანი თუთიყუშის შეძენა 25 ლარიდან არის შესაძლებელი და ფასი ჯიშების მიხედვით იზრდება. გალიის, საკვების, სათამაშოების და სხვა ატრიბუტის შესაძენად, ერთჯერადად დაახლოებით 100 ლარამდე დაეხარჯებათ. სამაგიეროდ ოჯახში ძალიან საყვარელ, ხმაურიან და მხიარულ ბინადარს შეიძენთ, რომელიც ბევრს ლაპარაკობს.

ზაზუნა

თუ ბავშვობაში ზაზუნა გყავდათ, გეცოდინებათ, რომ ეს ცხოველები ძალიან საყვარლები არიან. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე იაფი მღრღნელია, რომელთა ფლობაც შეგიძლიათ. საქართველოში ერთი ზაზუნის ფასი 5 ლარიდან იწყება. ხოლო, სპეციალურ ჯგუფებში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა გაჩუქონ კიდეც.

ერთჯერადი ხარჯი, დიდი ზომის აკვარიუმის, სარბენი ბორბლის, ნახერხის და სხვა ატრიბუტების შესაძენად, 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. თვიურად კი მხოლოდ ნახერხის და საკვების ყიდვა მოგიწევთ,რომელიც დაახლოებით 6-7 ლარი დაგიჯდებათ.

პეპელა

პეპელა არის ეკონომიური ბინადარია, რომელიც ძალიან მცირე მოვლას საჭიროებს. სულ რამდენიმე დოლარად შეგიძლიათ შეუკვეთოთ პეპლების გაზრდის ნაკრები ონლაინ.

რაც შეეხება საკვებს, პეპლების ზოგიერთი სახეობა რეალურად არ ჭამს (მათ არ აქვთ პირი). სხვა სახეობებს სჭირდებათ წყლისა და შაქრის ხსნარი. ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა ვივარიუმის ღირებულებისა, თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი ფულის დახარჯვა შინაური ცხოველის პეპელაზე.

(სტატიაში გამოყენებულია msn.com-ის მასალები)

თეონა რამაზაშვილი