ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი რეალითი შოუები მსოფლიოში - ვინ რამდენს გამოიმუშავებს

მსოფლიო მედია რეალითი შოეუებისა და გასართობი ინდუსტრიის სტრიმინგით საკმაოდ დიდ ფულს გამოიმუშავებს. მათ შორის, საქართველოშიც ძალიან პოპულარულია რეალითი შოუები, სადაც მაყურებელი რესპოდენტის ან პერსონაჟის პირად ცხოვრებას ეცნობა.

წარმოიდგენთ რამდენიმე რეალითი შოუს, სადაც მონაწილეები მხოლოდ ერთ სეზონზე ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ:

fgcjuhew4urrf8rft9-1684502139.jpg

ცეკვავენ ვარსკვლავები (Dancing With The Stars) - 360,000 დოლარზე მეტი ერთ სეზონში

Dancing with the Stars-ში,მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა, მაგრამ ეს ყველასთვის არ იყო მომგებიანი. თუმცა, მათ, ვინც გამარჯვებას მოიპოვებს, საკმაოდ მსუყე პრიზი ერგება.

2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლის თასს თან ახლდა პრიზი-360,000 დოლარი. თანხა ბოლო სეზონებში უფრო მაღალია.

fgcjhgvkohbph-ph-1684502152.jpg

ბეთენი ფრენკელი (The Real Housewives of New York) - 40,000 დოლარი ერთ ეპიზოდში

The Real Housewives of New York-ის მთავარი როლის შემსრულებელი, ბეთენი ფრენკელი თითო ეპიზოდში 40 000 დოლარს გამოიმუშავებდა.

ბეთენი “სასოწარკვეთილი დიასახლისების“ 13 სეზონიდან, მხოლოდ 8-ში გამოჩნდა და სიამაყით აცხადებს, რომ წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე ბრავოს სპინ-ოფ შოუ, მათ შორის Bethenny Ever After (2010 -2012) და Bethenny & Fredrik (2018), პლუს სხვა ტელევიზორები, როგორიცაა The Big Shot with Bethenny (2021) და Bethenny (2013-2014).

თუმცა, დროთა განმავლობაში შოუმ რეიტინგი დაკარგა და ბოლო სეზონზე ბეთენიმ მხოლოდ 7 250 დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში კი, ბეთენის რეალითი სატელევიზიო კარიერა დაეხმარა მას დაეგროვებინა 80 მილიონი დოლარის ქონება.

jkru8659ty0y-u-1684502166.jpg

თინეიჯერი დედები (Teen Mom) - 500,000 დოლარი ერთ სეზონში

MTV-ის Teen Mom ფრენჩაიზმა მრავალი ცვლილება განიცადა და მას სხვადასხვა სპინ-ოფი აქვს. ახლახან ქსელმა გააერთიანა თავისი ორი ორიგინალური შოუ ერთში, რომელიც ცნობილია როგორც Teen Mom: The Next Chapter. შოუს თითოეული წევრი სავარაუდოდ, ასობით ათას დოლარს გამოიმუშავებს.

ცნობილია, რომ მსახიობებს თავიდან ერთ სეზონში 500 000 დოლარს უხდიდნენ. ახალი პესონაჟები სავარაუდოდ, ოდნავ ნაკლებს გამოიმუშავებენ.

kou5tedci9y7uhp0yh-1684502179.jpg

ლიზა ვანდერპამპი (Lisa Vanderpump) - 500,000 დოლარი ერთ სეზონში

ლიზა ვანდერპამპი რეალითი ტელევიზიის ფავორიტი გახდა. ის 2010 წლიდან 2019 წლამდე იყო ბევერლი ჰილზის The Real Housewives-ის რეგულარული მსახიობი. ანგარიშებში ნათქვამია, რომ იგი სეზონში 500,000 დოლარს გამოიმუშავებდა.

დღეს ლიზა აღარ არის დიასახლისების მსახიობთა შემადგენლობაში, მაგრამ კვლავ აქტუალურია. ლიზას 2021 წელს ასევე ჰქონდა კიდევ ერთი სპინ-ოფ შოუ სახელად Vanderpump Dogs, რომელიც ფოკუსირებული იყო მისი ძაღლების გადარჩენის ფონდზე.

მთლიანობაში მან 90 მილიონი დოლარის წმინდა ქონება დააგროვა.

ggfhyuedru8rt9rf9-1684502195.jpg

ნენე ლიკსი (Nene Leakes) - 2,85 მილიონი დოლარი სეზონში

ნენე ლიკსი იყო Real Housewives of Atlanta-ს პოპულარული მსახიობი. მან მხოლოდ მე-12 სეზონში 2.85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ის ყველა სეზონზე საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას გამოიმუშავებდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს წასვლის შესახებ განაცხადა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ნენემ შეიტანა სარჩელი შოუს პროდიუსერების წინააღმდეგ, დაადანაშაულა ისინი რასიზმში და მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში.

edrfhjk67re-1684502207.jpg

კეიტლინ ჯენერი (Keeping Up with the Kardashians) - 5 მილიონი დოლარი ერთ სეზონში

კეიტლინ ჯენერი თავდაპირველად რეალითი შოუ Keeping Up with the Kardashians-ში გამოჩნდა, მაგრამ კრის ჯენერთან განქორწინების შოუ დატოვა. 2015 წელს საკუთარ რეალითი ტელესერიალში I AM Cait-ში მონაწილეობისთვის მან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ujgbikrxfujsdusd-1684502224.jpg

კეტი პერი (American Idol) - 25 მილიონი დოლარი ერთ სეზონში

კეტი პერიმ American Idol-ის ჟიურის წევრობაში, მხოლოდ ერთ სეზონში 25 მილიონ დოლარს უხდიან.

თუმცა, ის არ არის ერთადერთი შოუში, რომელსაც ხელფასი მილიონობით დოლარი აქვს - გავრცელებული ინფორმაციით, რაიან სიკრესტმა 2017 წელს 10-15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

juedtujigbolyhp-1684502237.jpg

კარდაშიან-ჯენერები (The Kardashian-Jenners)- 100 მილიონი დოლარი ერთ სეზონში

კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა თავისი პოპულარობა ძირითადად რეალითი შოუს მეშვეობით მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ ამ გზით დიდძალი ქონება დააგროვეს.

უცნობია, რამდენს იღებს თითოეული წევრი თითო ეპიზოდში, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ასობით მილიონი დოლარია. მაგალითად, 2017 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Keeping Up with the Kardashians-ის კიდევ სამი სეზონით განახლებისთვის, თითოეულ ოჯახის წევრს 100 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თავად შოუს დებიუტი 2007 წელს შედგა და ჰქონდა 20 სეზონი. ბოლო ეპიზოდი კი 2021 წელს გავიდა. ცოტა ხნის წინ ოჯახმა ხელი მოაწერა ახალ რეალითი შოუს გადაღებას, სტრიმინგ კომპანია ჰულუსთან.

სავარაუდოდ, ოჯახის თითოეული წევრი სხვადასხვა ანაზღაურებას იღებს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი