ხონში ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდება.

მიზეზი მუნიციპალიტეტში ცოფის ვირუსის გამოვლენა გახდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, სურსათის უვნებლობის სამსახურის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო პროცედურა გატარდება, უკვე დაიწყო მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება.

მისივე ინფორმაციით, 18 მაისს ძაღლმა სამი არასრულწლოვანი დაკბინა. გამოვლინდა ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირი და ყველა მათგანს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.