"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება..." რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის მო­ად­გი­ლემ, ვე­დანტ პა­ტელ­მა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ვი­ჟო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და გა­ი­მე­ო­რა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გზავ­ნი­ლი, რომ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ქარ­თულ აე­რო­პორ­ტებ­ში კომ­პა­ნი­ებს სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­როს.

რო­გორც ავი­ა­ცი­ის ექ­სპერ­ტმა იასე ზა­უ­ტაშ­ვი­ლმა ambebi.ge-სთან ისაუბრა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს აქვს არ­ჩე­ვა­ნი, შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სოს რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის შე­მოშ­ვე­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან "რედ ვინგსი“(Red Wings) სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის, მათ შო­რის "აზი­მუ­ტიც“ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა ამ სან­ქცი­ებ­ში. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - თუ ამ შე­ზღუდ­ვებს არ და­ა­წე­სებს, პი­რი­ქით, ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის ქვეშ და შე­ე­ზღუ­დე­ბათ იმ ქვეყ­ნე­ბის ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დაფ­რი­ნა­ვენ მსოფ­ლი­ო­ში.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ისე­ვე, რო­გორც რუ­სუ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფრე­ნებს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის, თბი­ლი­სი-სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც, მერე, შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ფრე­ნე­ბი შე­წყდა, მერე ისევ აღ­დგა ავი­ა­მი­მოს­ვლა. მა­შინ "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­ში“ ვმუ­შა­ობ­დი და კარ­გად მახ­სოვს, საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა 2013 თუ 2014 წელს, აქ შე­მოს­ვლის ნე­ბარ­თვა მის­ცეს ძა­ლი­ან ბევ­რს - 12 თუ 13 რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, რა­მაც ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა“ არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. მა­შინ შე­მო­ვი­და "აერ­ოფ­ლო­ტიც“, "ტრან­სა­ე­რო სი­ბი­რი“, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოხ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის ბაზ­რი­დან ეტა­პობ­რი­ვად გან­დევ­ნა, და­ირ­ღვა პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პი, ავი­ა­მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის და ა.შ.

ახლა ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს - რუ­სე­თი იმ­ყო­ფე­ბა სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას­თან და წარ­მო­ად­გენს აგ­რე­სორ მხა­რეს, მათ თით­ქმის ყვე­ლა ავი­ა­სა­წარ­მოს აშშ-მ და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი, რუ­სულ მხა­რეს და­უ­კე­ტა ცა იმ კუ­თხით, რომ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სავ­ლურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ეკ­რძა­ლე­ბა რუ­სე­თის ცის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სულ მხა­რე­საც და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი და მათ ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის თუ აშშ-ს ცის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში დავ­თან­ხმდით, რომ შე­ვუ­ერ­თდეთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის "ცალ­მხრივ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა მათ გახ­სნეს ავი­ა­მი­მოს­ვლა და გაგ­ვი­მარ­ტი­ვეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი. ჩვენც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­ვუდ­გი­ნეთ ფრე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისეთ კომ­პა­ნი­ებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, "აზი­მუ­ტი“. ახლა გა­ირ­კვა, რომ ჩვენ მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ო­რე კომ­პა­ნია "რედ ვინგსს“ (Red Wings), ალ­ბათ მალე მე­სა­მე კომ­პა­ნი­ას მივ­ცემთ ნე­ბარ­თვას, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი - "აერ­ოფ­ლორ­ტსაც“ და ა.შ.

ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა იმ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მიჩ­ნდე­ბა ეჭვი იმი­სა, რომ ალ­ბათ ეს უფრო ადრე იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შეს­წავ­ლი­ლი იმა­ვე სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან, ამი­ტო­მაც იცოდ­ნენ და­ახ­ლო­ე­ბით, რო­მელ კომ­პა­ნი­ებს ელოდ­ნენ რუ­სე­თის მხრი­დან. "აზი­მუტ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა, რომ სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არ არის კომ­პა­ნია, არც მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ამი­ტომ შე­მო­ვუშ­ვი­თო. რაც შე­ე­ხე­ბა "რედ ვინგსს", მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია "როს­ტე­ხი“, რო­მე­ლი სა­წარ­მოც ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა, მე­პატ­რო­ნე - ჩე­ნე­ზო­ვი ("როს­ტე­ხის "დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კე-გე-ბეს ყო­ფი­ლი აგენ­ტი), ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე - ლე­ბე­დე­ვიც სან­ქცი­რე­ბულ­ნი არი­ან. გა­მო­დის, სან­ქცი­რე­ბულ და კე-გე-ებეს ყო­ფი­ლი აგენ­ტის და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას მი­ვე­ცით ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ექ­ნე­ბო­და მკვეთ­რი რე­ა­გი­რე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან - იყო რამ­დე­ნი­მე გაფრ­თხი­ლე­ბა, ახლა ვფიქ­რობ, ეს სა­ბო­ლო­ოა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ სა­კითხს უნდა გა­და­ხე­დოს. არის მე­ო­რე გზა - შე­საძ­ლოა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან პრი­ო­რი­ტე­ტად და­ვა­ყე­ნოთ იქ­ნე­ბა თუ არა და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ჩვე­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ და გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ვი­მოძ­რა­ოთ რუ­სულ სივ­რცე­ში - აღარ ვიფ­რი­ნოთ ამ­სტერ­დამ­სა და ვე­ნა­ში, მაგ­რამ ვიფ­რი­ნოთ ჩე­ლი­ა­ბინ­სკში, უფა­სა და მოს­კოვ­ში. ეს დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით გა­მო­იწ­ვევს მკვეთრ რე­ა­გი­რე­ბას ჩვენს ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ზე, რად­გან ის არის "ია­სას“ - ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წევ­რი, მას თა­ვი­სი და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, რუ­სუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. რუ­სებს უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი სხვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ჩვე­ნი მხა­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და იმ სტან­დარ­ტებს, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი ავალ­დე­ბუ­ლებ­და, ამი­ტო­მაც მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია ისეთ კომ­პა­ნი­ას, რო­გო­რიც იყო "ლუფ­თჰან­სა“, "ბრი­თიშ ეარ­ვე­ი­სი“, თუ "ეარფრან­სი“ (რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად დაფ­რი­ნავს პა­რი­ზი-თბი­ლი­სის რე­ის­ზე). ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თუ ამ სან­ქცი­ე­ბის გამო მოხ­ვდა წი­თე­ლი ალ­მის ქვეშ, ჩვე­ნი აე­რო­პორ­ტე­ბი სან­ქცი­რე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ჩვენ­თვის ევ­რო­პის ცა და­ი­კე­ტე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც (პო­ლი­ტი­კურ­ზე აღარ ვსა­უბ­რობ), სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს არაფ­რის მომ­ტა­ნია და რა მო­მა­ვალ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი? და­სან­ქცი­რე­ბა არ და­ა­ყოვ­ნებს იმი­ტომ, რომ ეს არის ამე­რი­კუ­ლი მხა­რის პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხიც, და­სავ­ლე­თის მხრი­დან ტე­რო­რის­ტად აღ­ქმულ ქვე­ყა­ნას ცას უხ­სნი და შე­მოგ­ყავს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი იმ ქვეყ­ნის ხარ­ჯზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. ეს ჩვენ­თვის და მა­გა­ლი­თად, "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის­თვის“ წამ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა - ის ისე­დაც დაფ­რი­ნავს ერე­ვა­ნი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის - ეკო­ნო­მი­კუ­რიც, პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის. მათ უნ­დათ მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხონ, რომ ჩვენ "და­ვარ­ჭეთ“ აერ­ოფ­ლო­ტის დრო­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იცო­დეთ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია უკვე ჩვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, - მი­ზა­ნი ეს არის.

კი­დევ ერთი - როცა "აზი­მუ­ტი“ შე­მო­უშ­ვეს, ხომ ცალ­სა­ხად თქვეს, ის სან­ქცი­ებ­ში არ არი­სო, ახლა "რედ ვინგსი“(Red Wings) რომ შე­მო­უშ­ვეს (სა­ა­გენ­ტომ ნე­ბარ­თვა უკვე გას­ცა), რა­ტომ არ გა­ა­კე­თეს იგი­ვე გან­ცხა­დე­ბა? - იმი­ტომ, რომ იცი­ან, სან­ქცი­რე­ბუ­ლია. თან ამ კომ­პა­ნი­ას პრე­ტენ­ზია აქვს არა მარ­ტო თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტე­ბი­დან ფრე­ნა­ზე, არა­მედ ქუ­თა­ი­სი-სო­ჭის, ქუ­თა­ი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბიც და­ა­ნონ­სა. ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვენ­თან ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა აღარ იფ­რი­ნონ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია, რაც მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ჩვენს სა­წარ­მო­ებ­ზე. ნამ­დვი­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ "აირ­ზე­ნას“, მაგ­რამ ის დღეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმ მიღ­წე­ვას და რე­პუ­ტა­ცი­ას წყალ­ში ყრის, რაც ადრე ჰქონ­და (რამ­დე­ნი­მე რე­ი­სი გა­ა­კე­თა აგ­ვის­ტოს ომის დროს, როცა ჯა­რის­კა­ცე­ბიც გა­დაჰ­ყავ­და, ექი­მე­ბიც, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც). ჯერ კი­დევ არ არის გვი­ან, ვფიქ­რობ, "აირ­ზე­ნა“ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­დეს ამ ბაზ­რი­დან, რე­პუ­ტა­ცია და ავი­ა­კომ­პა­ნია სან­ქცი­ე­ბის­გან რომ გა­და­არ­ჩი­ნონ.

განაგრძეთ კითხვა