რა ღირს ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში დოლარი და ევრო - bloomberg-ზე ლარი უფასურდება

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, დღეს ლარი ისევ უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.5835 ლარად ივაჭრება, ეს კი გუშინ სებ-ის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან (2.5570 ლარი ერთი დოლარი) შედარებით 0,0265 ლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ დღეს პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5635 ლარით დაიწყო, თუ დღის განმავლობაში ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, დღის ბოლოს ოფიციალური კურსიც დაეცემა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ერთი დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში.

ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის გაყიდვა მოქალაქეებს 2.5750-2.5850 ლარად, ხოლო ყიდვა 2.5950-2.6100 ლარად შეუძლიათ.

რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში 2.7900-2.8100 ლარად შეუძლიათ; გაყიდვა კი 2.7700-3.7850 ლარად.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7462 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.