ხობის მერია - ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„შესაბამისად, მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონები, კიუვეტები და დაიგება რკინაბეტონის საფარი.

ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და სასოფლო გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.