მარია ზახაროვა - აშშ-ის მხრიდან ქართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებით მუქარა ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო საქართველოს აეროპორტებში მოქმედი კომპანიები შესაძლოა დასანქცირდეს, ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სხვა არანაირი კვალიფიცირება [სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებისთვის], გარდა როგორც ორი სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, არ შეიძლება იყოს. ვაშინგტონის ასეთი მენტორული გაცხადებები სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად და დაუფარავ ზეწოლად მიგვაჩნია”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, აშშ-ის კომენტარებისთვის „საღი ახსნა” არ შეიძლება არსებობდეს.

„აშშ ყველგან საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად თუ ადამიანის უფლებებს აყენებს, მაშინ, ალბათ, ამ კონკრეტულ ჰუმანიტარულ ვითარებაში ადამიანის უფლებებით უნდა ხელმძღვანელობდნენ”, - განაცხადა ზახაროვამ.