World Poker Tour ისტორიულ პირველ ტურნირს საქართველოში 6 კვირაში დაიწყებს

Europe-Bet.com გეპატიჟებათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც WPT-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გამართავს.

„პოკერ რუმი“ მზად არის უმასპინძლოს მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!

თბილისში, Europt-bet.com - ის „პოკერ რუმში“, 30 მაისიდან სტარტს აიღებს პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, World Poker Tour (WPT), რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ფინალური თამაში გაიმართება 7 ივნისს.

World Poker Tour - ს უმასპინძლებს Europe-bet.com. ტურნირამდე 6 კვირით ადრე, WPT-ს ოფიციალური წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის.  Hermance Blum - GM WPT Europe; Arthur Voskanyan – GM Pokerclub Management, Europa-bet.com – ის გენერალური დირექტორი მაია კოპინაძე და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი გვენეტაძე ერთად გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას „პოკერ რუმისა“ და VIP ლაუნჯის ტურნირის მასპინძლობისთვის მზადყოფნის შესახებ.

World Poker Tour - სა („პოკერის მსოფლიო ტურსა“) და Europe-Bet.com-ს შორის შეთანხმება შედგა 2015 წლის 12 თებერვალს. ხელშეკრულების თანახმად, World Poker Tour მიაწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ს ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe-bet.com 2015 წელს უმასპინძლებს WPT-ს სამ ღონისძიებას, მათ შორის WPT-ს ძირითად ტურს, ექნება World Poker Tour-ის სატელეიზიო შოუს ტრანსლაციის, რეკლამირების უფლება და სხვ.

პოკერის მოყვარულთა საზოგადოებაში WPT-ს ტურნირების განსაკუთრებული პოპულარობის გამო, არის მოლოდინი, რომ ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრება საქართველოს 2015 წელს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. WPT-ს ოფიციალურმა პარტნიორმა Europe-Bet-მა მოამზადა სპეციალური შეთავაზება უცხოელი მონაწილეებისთვის, რომელიც მოიცავს 1 და 3 დღიან ტურს თბილისსა და რეგიონებში. ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. Europe-Bet-ის შეთავაზება გახდება უნიკალური და შთამბეჭდავი გამოცდილება იმ მონაწილეთათვის, რომლებიც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.

World Poker Tour დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული „ჩემპიონთა თასით“ („WPT Champions Cup™“) და ასევე, დეკემბერში, WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ვუმასპინძლოთ World Poker Tour - ის ღონისძიებებს პრემიერ კლასის პოკერ-კლუბში და გავამყაროთ კომპანიის პოზიციონირება როგორც, არა მარტო საქართველოს ბაზრის ლიდერის, არამედ, გლობალური ოპერატორის პოზიცია“, – აცხადებს Europe-Bet.com-ის გენერალური დირექტორი მაია კოპინაძე.

ევროპა-ბეთის შესახებ

2010 წელს დაარსებულმა Europe-Bet.com-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ოპერატორმა საქართველოს სათამაშო ბაზარზე. პირველივე დღეებიდან დაიწყო საკუთარი, დამოუკიდებელი ონლაინ-პოკერის სისტემის განვითარება და მოაწყო ტურნირების მრავალფეროვანი სერიები.

მსოფლიო პოკერის ტურის შესახებ

„მსოფლიო პოკერის ტური“ (WPT) უმთავრესი სახელია საერთაშორისო სათამაშო ბაზარზე, რომელიც საკუთარი ბრენდით წარმოადგენს სხვადასხვა მსხვილ ტურნირებს, სატელევიზიო გადაცემებს, ონლაინ და მობილური ტურნირებით. 2002 წელს, პოკერის სპორტის სახეობად აღიარების შემდეგ, „მსოფლიო პოკერის ტურმა“ ბიძგი მისცა მსოფლიო ბუმს პოკერის განვითარებაში, შექმნა რა უნიკალური სატელევიზიო შოუ, რომლიც დაფუძნებულია მაღალი ლიმიტების მქონე პოკერის ტურნირებზე. WPT გადის მთელს მსოფლიოში, 150-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში. ამჟამად მისი მე-13 სეზონის ტრანსლირებას აშშ-ში აწარმოებს სატელევიზიო არხი FSN. მსოფლიო პოკერის ტურის მე-13 სეზონის სპონსორია ClubWPT.com – უნიკალური ონლაინ საიტი, რომელიც უზრუნველყოფს თავისი წევრებისთვის მსოფლიო პოკერის ტურზე წვდომას, ასევე ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პოკერის კლუბს აშშ-ს 35 შტატში. გარდა ამისა, ClubWPT.com გახლავთ Alpha8 სერიის ტურნირების მე-2 სეზონის სპონსორი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ეთერში გადის აშშ-ში, სატელევიზიო არხზე FOX Sports 1. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს WPT.com.

R