2021 წლის მაისის შემდეგ პირველად ევროპაში გაზის ფასი 300 დოლარს ჩამოცდა

ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 300 დოლარზე დაბლა დაეცა. ეს ხდება პირველად 2021 წლის 20 მაისის შემდეგ.

ლონდონის ICE ბირჟის ცნობით, ივნისის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF ჰაბში 297,06 დოლარამდე დაეცა 1000 კუბურ მეტრზე, ანუ 26,8 ევრო მეგავატ/სთ-ზე.

დღის დასაწყისიდან ფასი 3,3%-ით შემცირდა.

ევროპაში გაზის ფასი გაზსაცავების მაღალი შევსების, თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდული შემოდინებისა და თბილი ამინდის ფონზე ეცემა. ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის ინექციის მაჩვენებელი მაისში 32%-ით დაბალია გასულ წელთან შედარებით და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბოლო წლების განმავლობაში. ამავდროულად, საცავები გავსების მაჩვენებელი დაახლოებით 66,5%-ია - რაც მეორე მაქსიმალური მაჩვენებელია ამ პერიოდისთვის.

კოკა კვირკველია