დასაქმებისას უპირატესობა მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეებს - რას გულისხმობს საკანონმდებლო წინადადება

პოლიტიკური გაერთიანება „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კოდექსში უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი - „მზარდი ემიგრაციის ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში“. ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე.

კერძოდ, უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სუბიექტებს, რომლებსაც უდასტურდებათ 2 წლის განმავლობაში საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ფაქტი.

თაია არდოტელი