ევროკომისიამ UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ თანხმობა მისცა Credit Suisse Group AG-ის შესყიდვას შვეიცარიული ბანკის UBS Group AG-ის მიერ დამატებითი პირობების გარეშე.

„საკუთარი აუდიტის საფუძველზე, ევროკომისიამ დაადგინა, რომ შერწყმა არ გამოიწვევს კონკურენციის მნიშვნელოვან გაუარესებას ევროპულ ბაზრებზე, სადაც ამ ბანკების საქმიანობა იკვეთება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

მარტში გამოცხადდა, რომ UBS შეისყიდის ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილ Credit Suisse-ს 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (3,34 მილიარდ დოლარად). UBS გეგმავს ამ გარიგების დახურვას მეორე კვარტალში.

გარდა ამისა, ევროკომისიამ ხუთშაბათს დაამტკიცა ამერიკული საკომუნიკაციო კომპანიის ViaSat Inc-ის მხრიდან ბრიტანული სატელიტური ოპერატორის - Inmarsat 7,3 მილიარდ დოლარად შესყიდვა. გარიგება 2021 წლის ბოლოს გამოცხადდა.

კოკა კვირკველია