ყველაზე ძვირად ღირებული ტანსაცმლის ბრენდები, რომლებიც ვარსკვლავებმა დააფუძნეს

მოდის სამყარო მდიდარია მსოფლიო ვარსკვლავებით, რომლებმაც გასართობი ინდუსტრიის გარდა, თავი დიზაინის ამპლუაშიც წარმოაჩინეს და ტანსაცმლის საკუთარი ბრენდები დააფუძნეს.

ეს საწარმოები ქმნიან განსაკუთრებულ სტილს და გამოიმუშავებენ მილიონობით, ან მილიარდობით დოლარს.

წარმოგიდგენთ A-lister ტანსაცმლის ბრენდის დამფუძნებლებს, რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.

The Row - 100 მილიონი დოლარი

ტყუპმა დებმა მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა სამსახიობო კარიერიდან მოდის სამყაროში გადაინაცვლეს ძვირად ღირებული მოდის ბრენდი, The Row დააფუძნეს, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ღირს.

2006 წელს დაარსებული ბრენდი ქმნის მაღალი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქალებისთვის. Row-ის წარმატება განპირობებულია ბრენდის ფოკუსირებით ოსტატობაზე და ახალ დიზაინზე.

მისი წლიური შემოსავალით 20 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Victoria Beckham - 125 მილიონი დოლარი

Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა, ვიქტორია ბექჰემმა შექმნა ბრენდი, რომელიც თითქმის 125 მილიონი დოლარი ღირს.

2008 წელს დაფუძნებული მისი სახელობის ბრენდი გამოირჩევა დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით ქალებისთვის. Victoria Beckham-ის ეტიკეტში შედის მზა ტანსაცმელი, ჩანთები, ფეხსაცმელი და სათვალე.

2021 წელს ბრენდის წლიური შემოსავალი 40 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

Ivy Park - 450 მილიონი დოლარი

მუსიკის დივას, ბიონსეს აქტიური ტანსაცმლის ბრენდის, Ivy Park-ის ღირებულება 450 მილიონი დოლარია.

2016 წელს, Topshop-თან ერთად დაარსებული Ivy Park გთავაზობთ ელეგანტურ და ფუნქციურ სპორტულ ტანსაცმელს ქალებისთვის. ამჟამად ბრენდი წლიურად 93 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

The Honest Company - 550 მილიონი დოლარი

მსახიობ ჯესიკა ალბას დაფუძნებული The Honest Company, რომელიც 550 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ფოკუსირებულია ჩვილების ეკოლოგიური პროდუქციის დამზადებაზე. მათ შორის, პირად მოვლასა და სახლის დასუფთავებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ექსკლუზიურად ტანსაცმლის ხაზს არ ქმნის, The Honest Company გთავაზობთ ორგანული ბამბის ბავშვის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. The Honest Company არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცნობილი ბრენდი, რომლის წლიური შემოსავალი 318 მილიონ დოლარზე მეტია.

The Jessica Simpson Collection - 1 მილიარდი დოლარი

მომღერლისა და მსახიობის, ჯესიკა სიმპსონის მოდის ხაზი, The Jessica Simpson Collection, 1 მილიარდი დოლარი ღირს.

2005 წელს დაარსებული ბრენდი გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს და აქსესუარებს ქალებისა და ბავშვებისთვის. Buzzfeed News-ის თანახმად, ტანსაცმლის კომპანიამ 2015 წელს და გამოიმუშავა რეკორდული წლიური შემოსავალი- 1 მილიარდ დოლარზე მეტი.

Jessica Simpson Collection-ის წარმატება შეიძლება მივაწეროთ მის ხელმისაწვდომ ფასებს და მოდურ დიზაინს.

Yeezy - 1,5 მილიარდი დოლარი

რეპერისა და პროდიუსერის, ქანიე უესტის ბრენდი Yeezy, რომელიც 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, კულტურულ ფენომენად იქცა.

Adidas-თან თანამშრომლობით Yeezy გთავაზობთ მაღალი კლასის სპორტულ ფეხსაცმელს, სპორტულ ტანსაცმელს და აქსესუარებს. ბრენდის ლიმიტირებულმა გამოშვებებმა და უნიკალურმა დიზაინებმა შექმნა საკულტო ფორმები.

Yeezy-ის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Skims - 3,2 მილიარდი დოლარი

რეალითი შოუს ვარსკვლავი და მეწარმე კიმ კარდაშიანის ტანსაცმლის ბრენდი Skims 3,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

2019 წელს გამოშვებული Skims გთავაზობთ ინკლუზიურ და კომფორტულ პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია სხეულის ბუნებრივი ფორმის გასაუმჯობესებლად. ბრენდის წარმატება შეიძლება მივაწეროთ მის ინოვაციურ დიზაინს, მრავალფეროვან ზომებს და კარდაშიანის მარკეტინგის ოსტატობას.

Fabletics - 5 მილიარდი დოლარი

მსახიობ ქეით ჰადსონის ტანსაცმლის ბრენდი, Fabletics, სიაში 5 მილიარდი დოლარის შეფასებით ლიდერობს.

2013 წელს დაარსებული Fabletics გთავაზობთ ელეგანტურ და ხელმისაწვდომ სპორტულ ტანსაცმელს ქალებისა და მამაკაცებისთვის.

Fabletics-ის ყოველწლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარზე მეტია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი