"კოდაკის მომენტი": ციფრული კომპანიის აღმავლობისა და დაცემის ისტორია

ცნობილი ფოტოგრაფიული კომპანია, Eastman Kodak Company იგივე Kodak, როჩესტერში, ნიუ-იორკში არის დაფუძნებული. მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსებული ბრენდი სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც პიონერი ფოტოგრაფიის სფეროში. იგი სარგებლობდა შეუდარებელი იმიჯით და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებდა ბაზარზე.

თუმცა, ციფრული ფოტოგრაფიის დომინანტობამ, მე-20 საუკუნის ბოლოს, კომპანიას მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ Kodak დღეს ნამდვილად არ არის ლიდერი, მან მაინც მოახდინა რევოლუცია. საინტერესოა, რა ისტორია დგას თავდაპირველი წარმატების და დაცემის მიღმა?

sczdxhbsankmf-1685094152.jpg

Kodak-ის რევოლუციური კამერა

1888 წელს, როდესაც ჯორჯ ისტმანმა წარადგინა რევოლუციური Kodak-ის კამერა, რომელიც ხელმისაწვდომობისთვის შეიქმნა. ამ ინოვაციურმა კამერამ მაშინ აღმოფხვრა რთული აღჭურვილობის საჭიროება, რამაც ფოტოგრაფია ხელმისაწვდომი გახადა მასებისთვის.

ისტმანმა შემოიტანა მოქნილი ფოტოგადაღების სისტემა, რამაც უხერხული მინის ფირფიტები ჩაანაცვლა. ამ მიღწევამ ფართე მასებს მისცა საშუალება, გადაეღოთ ფოტოები ყველგან, დაბრკოლებების გარეშე.

dsabhcfjlsabnflkansf-1685094199.jpg

Kodak-ის ერთ-ერთი თავდაპირველი მიღწევა იყო Brownie კამერის დანერგვა 1900 წელს, რომლის ფასი სულ რაღაც 1 დოლარი იყო. ამ ხელმისაწვდომმა კამერამ მოახდინა რევოლუცია ფოტოგრაფიაში. ის თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა.

"კოდაკის დაჭერილი მომენტი" და მისი კულტურული გავლენა

სლოგანით, “შენ დააჭირე ღილაკს, ჩვენ გავაკეთებთ დანარჩენს“, Kodak-მა გამოიყენა სწრაფად მზარდი საშუალო კლასის მისწრაფებები, რომელთაც სურდათ თავიანთი ცხოვრება ფოტოებზე აღებეჭდათ.

გარდა ხელმისაწვდომი კამერებისა, კომპანიამ ჩამოაყალიბა გადამამუშავებელი ლაბორატორიების ფართო ქსელი.

dnaskjdwartueykwij-1685094232.jpg

Kodak-მა 1935 წელს გამოუშვა Kodachrome, პირველი ფერადი ფირი, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიისთვისაც. ამ განვითარებამ გახსნა შესაძლებლობების ახალი სამყარო. Kodachrome-ის ფართოდ გავრცელებამ გამოიწვია Kodak-ის დომინირება ბაზარზე და შექმნა საფუძველი მისი მუდმივი ზრდისთვის.

xsewftgkjla-1685094260.jpg

1963 წელს გამოუშვა კამერა Instamatic, რამაც კიდევ ერთი დიდი წარმატება მოიპოვა მსოფლიოში. 1962 წლისთვის Kodak-ის გაყიდვებმა მიაღწია 1 მილიარდ დოლარს, ხოლო მისმა დომინანტობამ პიკს მიაღწია 1976 წელს, როდესაც მას შეერთებულ შტატებში ბაზრის 90% დაიკავა.

წლების განმავლობაში, Kodak -მა წარმოადგინა კამერების სპექტრი, რომელიც აკმაყოფილებდა მომხმარებლის სხვადასხვა პრეფერენციებსა და საჭიროებებს. გარდა ამისა, კომპანია გაფართოვდა ფოტოგრაფიის ინდუსტრიის სხვა სფეროებში, მათ შორის ფილმების დამუშავებისა და ბეჭდვის სერვისებში. 1981 წლისთვის Kodak-მა გაარღვია 10 მილიარდი დოლარის გაყიდვების ზღვარი...

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები და კომპანიის ვარდნა

Kodak-ის წარმატება მალევე გადაიზარდა თვითკმაყოფილებაში.

კომპანია იმდენად იყო ორიენტირებული ფილმებისა და კამერების მთავარ ბიზნესზე, რომ ვერ დაინახა ინდუსტრიის ცვალებადი პეიზაჟი. 1980-იან წლებში ციფრული ფოტოგრაფია გამოჩნდა, როგორც ახალი ტექნოლოგია. თუმცა, Kodak-მა უარყო ეს, როგორც მოდა და განაგრძო ფოკუსირება თავის ტრადიციულ ბიზნესზე. ეს თვითკმაყოფილება, მისი კინოიმპერიის დაცვაზე არასწორად მიმართულებასთან ერთად, საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

1990-იან წლებში კონკურენტებმა, როგორიცაა Canon და Nikon, გამოიყენეს შესაძლებლობა, სწრაფად გააუმჯობესეს თავიანთი ციფრული შეთავაზებები და მოიპოვეს ბაზრის წილი.

მიუხედავად ამისა, 1996 წელს Kodak-მა შეძლო და გამოიმუშავა 31 მილიარდი დოლარი და მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი გახდა მსოფლიოში. თუმცა, ტენდენციამ აჩვენა, რომ ტრადიციულ ფილმებზე მოთხოვნა სტაბილურად იკლებდა. Kodak-ის დამოკიდებულება ფილმების გაყიდვაზე, როგორც მისი ძირითადი შემოსავლის ნაკადი, არამდგრადი აღმოჩნდა. ციფრული ფოტოგრაფიის მზარდი პოპულარობის აღიარების მიუხედავად, კომპანია იბრძოდა...

არასწორი მენეჯმენტი

Kodak-ის არასწორი მართვა იყო ბოლო ლურსმანი მათ კარიერაში. ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ცვალებად ბაზარზე ადაპტირება და ციფრულ ტექნოლოგიებში საჭირო ინვესტიციების განხორციელება. 2003 წელს Kodak-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ კარპმა გამოაცხადა, რომ კომპანიამ ტრადიციული კინოკამერების წარმოება შეწყვიტა და სამაგიეროდ ყურადღებას ციფრულ კამერებზე გაამახვილებდა, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა.

2012 წელს Kodak-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა. ოდესღაც გამორჩეული ბრენდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ფოტოგრაფიის ინდუსტრიას, დასრულდა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი