OLED და QD-OLED ტელევიზორები წელს მნიშვნელოვნად გაიაფდება

Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ბაზრის ანალიზის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზი აჩვენებს, რომ OLED და QD-OLED ეკრანების ფასები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კლების ტენდენციას აჩვენებს.

DSCC-ს ცნობით, მაღალი კლასის ტელევიზორების მოდელების ფასები გაუმჯობესებული წარმოების სიმძლავრისა და წარმოების უფრო მაღალი მოცულობის წყალობით, შეიძლება დაეცეს რამდენიმე თვეში, ფასები მკვეთრად შემცირდება საშობაო პერიოდში.

ძირითადი OLED ტექნოლოგია, რომელიც დღეს გამოიყენება LG დისპლეებში არის WOLED, რომელიც ამატებს თეთრ ქვეპიქსელს თითოეულ OLED პიქსელზე, ამასთან, ინარჩუნებს სტანდარტულ წითელ, მწვანე და ცისფერ ქვეპიქსელებს. LG დომინანტი კომპანიაა OLED ბაზარზე თავისი WOLED დისპლეით, რომელიც გამოიყენება ტელევიზორებში, როგორიცაა LG C3 OLED.

მანამდე Samsung-მა გამოაცხადა LG Display-თან შეთანხმებაზე, რომლის თანახმად LG-სგან შეიძენს 20 000 ერთეულ 77 და 83-დიუმიან WOLED პანელებს, რომელთა მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. ეს სიახლე ნიშნავს, რომ 2023 წელს WOLED-ის ღირებულების შემცირებით, LG-ის შესყიდვის ფასიც შემცირდება და მომხმარებლისთვის საბოლოო ეფექტი არის თავად ტელევიზორების გაიაფება.

FlatPanelsHD პროგნოზირებს, რომ 2026 წლისთვის 100-დიუმიანი ტელევიზორის ღირებულება 2026 დოლარზე მეტით შემცირდება.

კოკა კვირკველია