დემოკრატები და რესპუბლიკელები აშშ-ს სესხის ლიმიტის გაზრდაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

რესპუბლიკელებმა თეთრ სახლთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს ეროვნული სესხის ლიმიტის გაზრდაზე, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას - დეფოლტს 2 წლით აარიდებს თავიდან.

პრესსპიკერ ჯონ მაკარტის განცხადებით, ის ესაუბრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და გატარდეს არსებითი რეფორმები ხალხის სიღარიბისგან დასახსნელად. არ იქნება ახალი გადასახადები და სახელმწიფო პროგრამები.

ახლა საჭიროა საკმარისი ხმები რესპუბლიკელების კონტროლს ქვეშ მყოფი თეთრი სახლისა და სენატის მხრიდან, რომელსაც დემოკრატები უდგანან სათავეში, რათა ყველაფერი ბოლო თარიღამდე, 5 ივნისამდე მოესწროს.

ცნობისთვის, ე.წ. სესხის ჭერი უნიკალურად ამერიკული პოლიტიკური წარმონაქმნია და გულისხმობს თანხის იმ საერთო რაოდენობას, რომლის სესხებაც ფედერალურ მთავრობას შეუძლია, თუმცა მას არ გააჩნია ფუნდამენტური ეკონომიკური ქვემნიშვნელობა.

ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მთავრობის სესხიც იზრდება და ლიმიტს, ე.წ. ჭერს აღწევს, რის გამოც მისი კიდევ უფრო მაღლა აწევის საჭიროება დგება.

როგორც წესი, აშშ-ში ლიმიტის გაზრდა ფორმალობაა, თუმცა ახლა შეთანხმების მიღწევა მცირედით გაჭიანურდა.

აღსანიშნია, რომ აშშ-ს სესხი 1989 წელს 3 ტრილიონი დოლარიდან 31 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამჟამად კი ჭერი 31.4 ტრილიონ დოლარზეა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 117%-ს შეადგენს.

უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ-ს ისტორიაში დეფოლტი არასდროს გამოუცხადებია.

კახი ჩაკვეტაძე