თბილისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს.

შემთხვევა დაახლოებით დღეს, 10:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  როგორც "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში განაცხადეს, ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ იციან. "ადგილზე პოლიცია მუშაობს, რის გამოც ჯერჯერობით დეტალების თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს. არ ვიცით, რამდენია ზარალი ან საერთოდ, მოახერხა თუ არა მძარცველმა თანხის წაღება", - განმარტეს ბანკში.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალს თავს ერთი პირი დაესხა.