რუსეთში უმდიდრესი მემკვიდრე ლუკოილის დამფუძნებლის, ვაგიტ ალეკპეროვის ვაჟი, იუსუფ ალეკპეროვია. 10 მარტის მდგომარეობით, ის Forbes-ის რუსი მილიარდერების 49 უმდიდრესი მემკვიდრის რეიტინგში ლიდერობს.
იუსუფ ალეკპეროვის მემკვიდრეობა 20,5 მლრდ დოლარს შეადგენს.
მეორე პოზიციაზე EuroChem-ის დამფუძნებლის, ანდრეი მელნიჩენკოს ქალიშვილი და ვაჟი, ტარა და ადრიან მელნიჩენკოები არიან. მათი მემკვიდრეობა სათითაოდ 12,5 მლრდ დოლარს შეადგენს.
შემდეგ მოდის კომპანიების, Novatek-ისა და Sibur-ის მთავარი მფლობელის, ლეონიდ მიხელსონის შვილები. მათი მემკვიდრეობა 10,8 მლრდ დოლარია.
ათი უმდიდრეს მემკვიდრის რეიტინგში, ასევე, შედიან ფოლადის კომპანია NLMK-ის მფლობელ ვლადიმირ ლისინის შვილები, კომპანიების, Novatek-ისა და Sibur-ის თანამფლობელის, გენადი ტიმჩენკოს მემკვიდრეები, VKontakte-ისა და Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის შვილები და სხვები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ