ესპანურმა კომპანიამ Sakata Seed Ibérica ბაზარზე სრულად იისფერი ბროკოლი - ტირიანი წარმოადგინა. ინფორმაციას East Fruit-ი ავრცელებს.
ახალი ჯიში გამორჩეულია როგორც მისი ფერის, ასევე აგრონომიული მახასიათებლებს გამო. მცენარე სულ ვერტიკალურად იზრდება.
„ამის გამო მოსავლის აღება გამარტივდება, მითუმეტეს, რომ ის საკმაოდ დიდ მოსავალს იძლევა და მისი დარგვა რამდენიმე ზონაში საშუალებას მოგვცემს, ბროკოლი მთელი წლის განმავლობაში გვქონეს“, - განაცხადა Sakata Seed Ibérica-ს ხელმძღვანელმა.
ბროკოლის ამ სახეობას აქვს 75-დღიანი ციკლი ზაფხულის მოსავლისთვის და 105-დღიანი ციკლი ზამთრის მოსავლისთვის. ამასთან, ტირიანი მდიდარია ანტოციანებით, ბიომოლეკულებით, რომლებსაც მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. ანტოციანს სიმსივნის საწინააღმდეგო მახასიათებელი აქვს და სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის.
ესპანელის სელექციონერების თქმით, უჩვეულო ფერისა და ფორმის გამო, ტირიანი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი გახდება.