დიმიტრი მედვედევი: დასავლეთის სანქციებით მიყენებული ზარალი 25 მლრდ ევროს აღწევს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის სანქციების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 25 მილიარდ ევროს აღწევს.

ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მედვედევის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დანაკლისს განიცდის.  "შეზღუდვებით გამოწვეული ზარალი მნიშვნელოვნად დიდია და ჩვენ ამას არ ვმალავთ. ზოგიერთი უცხოელი ექსპერტის განცხადებით, ზარალის ოდენობა 25 მილიონ ევროს შეადგენს, 2015 წლის ბოლომდე კი იგი რამდენიმეჯერ გაიზრდება", - განაცხადა მედვედევმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, თითქმის არ არსებობს სექტორი ეკონომიკაში, რომელიც სანქციების შედეგად არ დაზარალებულა. ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამ მოსკოვის წინააღმდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი სანქცია დააწესეს. დასავლელი ლიდერები ამის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტის ესკალაციას ასახელებენ.