საფრანგეთის ინფლაცია მაისში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ერთ წელიწადში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, რასაც ენერგიისა და სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს.
ერთი თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები დაეცა 0.1%-ით, წლიურმა ინფლაციამ კი 6.0%-ს მიაღწია აპრილში დაფიქსირებული 6.9%-ის შემდეგ.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის მაისის შემდეგ და ჩამოუვარდებოდა გამოცემა "როიტერსის" მიერ გამოკითხული 17 ეკონომისტის მოლოდინს - 6.4%-ს.
განსაკუთრებით შენელდა ინფლაცია ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ, აპრილის 6.8%-დან მაისში მაჩვენებელმა 2.0%-მდე დაიკლო, ხოლო სურსათის ჯგუფში ფასები 15.0%-დან 14.1%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია მწარმოებლებისა და საცალო მოვაჭრეების შეთანხმებამ, მარტში წლიური ფასები საშუალოდ 10%-ით გაეზარდათ, მაგრამ მას შემდეგ, მთავრობის ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებები განახლდა.