სმარტფონები მოახლოებულ მიწისძვრას განსაზღვრავენ

სმარტფონი მოახლოებულ მიწისძვრას  5 წამით ადრე შეატყობინებს მფლობელს.

სმარტფონები მომხმარებელს მოახლოებული მიწისძვრის შესახებ აცნობებენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერები, სარა მინსონის ხელმძღვანელობით, რომელთაც კვლევის შედეგები ამერიკულ ჟურნალ Science Advances-ში გამოაქვეყნეს.

მეცნიერებმა ტენიკურ ინჟინრებთან ერთად, შეძლეს GPS სისტემის გაუმჯობესება, რისი წყალობითაც სერვისი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ ბიძგებს და ქსელური შეტყობინების პრინციპით უგზავნის სახიფათო არეალში მოხვედრილ სმარტფონებს სიგნალს.

გეოფიზიკოსთა განცხადებით, მიწისძვრის დაფიქსირება და მოახლოებული კატასტროფის შესახებ სიგნალის გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას ერთმანეთთან ახლომდებარე ხუთი ტელეფონი ”წაიკითხავს”.

ამერიკელ მეცნიერთა თქმით, სმარტფონი მოახლოებულ მიწისძვრას 5 წამით ადრე შეატყობინებს მფლობელს. მათივე განმარტებით, მაგალითად, სან ფრანცისკოში მცხოვრებ მომხმარებელს, რომელიც მიწისძვრის შესახებ შეტყობინებას მიიღებს, ძლიერი ბიძგების დაწყებამდე 10 წამი ექნება, რათა უსაფრთხო ადგილს შეაფაროს თავი.

”როიტერის” ინფორმაციით, სმარტფონის GPS მიმღებები 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის განსაზღვრას შეძლებენ. ჰაიტიზე 2010 წელს 7-ბალიან მიწისძვრას 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრის განსაზღვრის მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს მექსიკასა და კალიფორნიაში. იაპონიაში კი წინასწარი შეტყობინების სისტემა მოქმედებს, რომელიც 1000-ზე მეტი სეისმომეტრის შეტყობინებას იყენებს.