დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.

მისივე თქმით, ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით კონსულტაცია გუნდში უკვე გაიარა. ნოდარ ჯავახიშვილი შავლიაშვილის მოადგილეა. შავლიაშვილმა კი, გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.