ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა

ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად 192 მილიარდ დოლარზეა და უკვე უსწრებს LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარ არნოს 187 მილიარდ დოლარს.

ცენტიმილიარდერები (ადამიანები, რომელთა ქონება 100 მილიარდს აღემატება) პირველი ადგილისთვის თვეებია ერთმანეთთან რბოლაში არიან.

არნომ მასკს გასული წლის დეკემბერში გადაუსწრო მისი კომპანიის აქციების ღირებულებისა და გაყიდვების ზრდის გამო, თუმცა ამ კვირაში დაღმასვლის ტენდენციით ხასიათდება.

ბოლო წლებში მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდართა სიაში მკვეთრად წინ წაიწია, რადგან მისი ქონება პირდაპირ კავშირშია ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ Tesla-სთან. მისი ყველაზე დიდი აქტივი არის ამ კომპანიის 13%-იანი სააქციო წილი.

ამას გარდა, მასკი ასევე არის SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და სოციალური ქსელის Twitter-ის მფლობელი.

აღსანიშნია, რომ LVMH-ის აქციები წელს 19.7%-ით, ხოლო Tesla-ის აქციები 65.6%-ითაა გაზრდილი.

კახი ჩაკვეტაძე