ევროკავშირმა "გაზპრომი" შესაძლოა, 93 მილიარდი დოლარით დააჯარიმოს

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანია "გაზპრომი" შესაძლოა, 93 მილიარდი დოლარით დააჯარიმოს.

ამის მიზეზი "უნიანის" ცნობით, "გაზპრომის" მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის მონოპოლიაა. ევროკავშირი გეგმავს სავარაუდოდ ხვალ, რუსული ნავთობკომპანია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულოს.

ჯარიმამ შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვების შედეგად კომპანიის მიერ მიღებული წლიური სარგებლის 10 პროცენტი შეადგინოს, რაც დაახლოებით 93 მილიარდ ევროს მიაღწევს. ცოტა ხნის წინ "გაზპრომი" ევროკავშირს გაზის გაძვირებით დაემუქრა. "გაზპრომში" ასევე განაცხადეს, რომ თუ ევროკავშირი ნავთობკომპანიის ევროპელი კლიენტებისთვის რუსულ გაზზე საერთო ფასის დაწესებას ცდილობს, მაშინ ეს ფასი ზედა ზღვარით უნდა განისაზღვროს.

აღნიშნული განცხადება ერთგვარი პასუხი იყო "გაზპრომის" მხრიდან ევროკომისიის გეგმებზე ენერგოკავშირის შექმნასთან დაკავშირებით.