ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2531 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 22 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2531 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 22 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4072 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4205 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0133 ლარი შეადგინა.