საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი გაყიდა:
ექსპორტის პარალელურად, იზრდება საქართველოში თხილის იმპორტიც. კერძოდ, გასული წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მხოლოდ 2.6 მლნ აშშ დოლარის 936.2 ტონა თხილი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 6.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც წელს, საქართველომ ყველაზე მეტი თხილი იყიდა:
შეგახსენებთ იმასაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ იზრდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045 000 ლარით მეტია.