Financial Times: ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლის გამო შესაძლოა, აქტივების გაყინვის ახალი წესები დაამტკიცოს

ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლის გამო შესაძლოა, აქტივების გაყინვის ახალი წესები დაამტკიცოს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ევროპარლამენტმა მცირე ცვლილებებით უკვე დაამტკიცა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამეგობრობის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც მიიღონ.

დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია ფინანსური ნაკადებისა და გაყინვას დაქვემდებარებული ქონების მონიტორინგის სპეციალური დანაყოფების შექმნა. შედეგად კი, სახელმწიფოებს შეეძლებათ პრევენციულად გაატარონ დაუყოვნებელი ზომები, „საჭიროების შემთხვევაში, დააკავონ ქონება, რომელიც მათ აღმოაჩინეს და იდენტიფიცირებულია“, ხელისუფლების ოფიციალურ მითითებამდე.

დოკუმენტის თანახმად ეს წესები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, „მნიშვნელოვანი სახსრების მიმართ, რომელთა წყარო არ არის დადგენილი“ ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში.

კოკა კვირკველია