"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" განაგრძობს მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას.

კომპანიის ინფორმაციით,  თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, # 71-ის მოპირდაპირედ მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მომსახურების ახალი ცენტრი კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღოს. მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

კომპანიის ცნობით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" თბილისში უკვე სამი მომსახურების ცენტრი აქვს ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრსა და ისანში, ხოლო რეგიონებში "ვისოლის" სერვის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ახალსოფელში.

2014 წლის თებერვლიდან "ვისოლის" ქსელში "ეკო სუპერ 100-ის","ეკო სუპერის", "ეკო დიზელის", "ეკო პრემიუმის" და "ეკო რეგულარის" რეალიზაცია დაიწყო.