ვინ არის ინტროვერტი მიგრანტი, რომელიც რესტორანში მიმტანად მუშაობდა, დღეს კი Nvidia ტრილიონ დოლარიან გიგანტად აქცია

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ Nvidia Corp. გახდა ჩიპების მწარმოებელი პირველი კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ ფაქტობრივად, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ, ჩიპებზე მოთხოვნა კოლოსალურად გაიზარდა, რამაც კომპანიის აქციებზე ფასის ზრდა განაპირობა და ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საფასური 5,5%-ით გაძვირდა, ერთი აქციის ფასი 410,7 დოლარი გახდა.

თუმცა, სანამ ასეთ ფინანსურ წარმატებას მიაღწევდნენ, ცოტამ თუ იცის, რომ 30 წლის წინ, Nvidia-ს თანადამფუძნებლები საკუთარ იდეაზე ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში მუშაობდნენ.

Nvidia-ს თანადამფუძნებლებს- ჯენსენ ჰუანგს, კრის მალაჩოვსკის და კურტის პრიმს კომპანიის დაფუძნების იდეა 30 წლის წინ, 1993 წელს Denny's-ს უბნის რესტორანში საუზმის დროს გაუჩნდათ.

dfsxgfrtujt96y0-1685716277.jpg

მაშინ სამ ახალგაზრდა ენთუზიასტს, ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი იდეა 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების მეგა გიგანტი გახდებოდა, რომელიც ციფრულ სამყაროს და ზოგადად, კაცობრიობის მომავალს შეცვლიდა.

The Wall Street Journal-თან ინტერვიუში Nvidia-ს თანადამფუძნებლებმა კალიფორნიაში, კერძოდ სან ხოსეში მდებარე Denny's-ში, მათი პირველი შეკრების ისტორია გაიხსენეს:

”ჩვენ არ ვიყავით კარგი მომხმარებლები. ოთხი საათი ვისხედით და დაახლოებით 10 ფინჯანი ყავა დავლიეთ“, - განაცხადა მალაჩოვსკიმ.

დღეს კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი მისივე თანადამფუძნებელი, 60 წლის ჯენსენ ჰუანგია, რომლის ქონება 35.6 მლრდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის მიხედვით, ბოლო დროს მისი ქონება 4.97%-ით, ანუ 1.7 მლრდ დოლარით გაიზარდა და მსოფლიოს 35 უმდიდრესი ადამიანია.

hyry4ehrftgikyoyhgph-1685716301.jpg

ტაივანში დაბადებული და აშშ-ში, ემიგრაციაში გაზრდილი ჰუანგის ისტორია კი ასეთია...

1963 წელს, ტაივანის ქალაქ ტაიპეიში დაბადებულმა ჯენ-ჰსუნ ჰუანგმა თავისი ბავშვობის ნაწილი ტაივანსა და ტაილანდში გაატარა.

1973 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში სოციალური არეულობის გამო, ჰუანგის მშობლებმა შვილები ნათესავებთან შეერთებულ შტატებში გაგზავნეს, მაშინ ჰუანგი 9 წლის იყო.- მოგვიანებით კი თავადაც გადასახლდნენ.

ჰუანგის დეიდამ და ბიძამ, რომლებიც იმ დროს ვაშინგტონის შტატში ახალი მიგრანტები იყვნენ, ჯენსენი და მისი ძმა შემთხვევით გაგზავნეს კენტუკის ონეიდა ბაპტისტურ ინსტიტუტში, რომელიც მოსამზადებელი სკოლის ნაცვლად რეფორმის სკოლად ითვლებოდა.

„იქ ბავშვები მართლაც სასტიკნი იყვნენ. ყველას ჰქონდათ ჯიბის დანები - და როდესაც ისინი ჩხუბობდნენ, ერთმანეთს აზიანებდნენ“, - იხსენებს ჰუანგი NPR-თან 2012 წლის ინტერვიუში. სკოლის მოსწავლეებს პარალელურად უწევდათ მუშაობა. ჰუანგის მოვალეობა სველი წერტილების გაწმენდა იყო.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ბევრს ვსწავლობდით“,- განუცხადა ჰუანგმა NPR-ს.

საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში, ის იყო უმცროსი ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში.

სკოლის შემდეგ ჰუანგმა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984 წელს, ელექტროინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ხოლო მაგისტრის ხარისხი იგივე დარგში 1992 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა.

ჰუანგის მომავალი მეუღლე, ლორი მილსი ელექტრო ინჟინერიის საფუძვლებში მისი ლაბორატორიის პარტნიორი იყო. გაცნობიდან ხუთი წლის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა და დღეს მათ 2 შვილი ჰყავთ.

პარალელურად, ჰუანგი მუშაობდა დირექტორად ჩიპების კომპანიებში LSI Logic-ში და მიკროპროცესორის დიზაინერად Advanced Micro Devices, Inc.-ში. 1993 წელს კი, 30 წლის ჰუანგმა Nvidia დააარსა, სადაც დღეს აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს.

uj46eru7gjyhkluop-1685716332.jpg

საუზმე Denny's რესტორანში, რამაც ყველაფერი შეცვალა

1993 წელს დენის რესტორანში, ჰუანგი მის მეგობრებს სასაუზმოდ შეხვდა. საუბრის შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, სამივე დუმდა და ფიქრობდა, “იქნებოდა თუ არა კარგი იდეა გრაფიკული კომპანიის შექმნა?!"...

როგორც ჰუანგმა სტენფორდის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლას 2010 წელს ინტერვიუში განუცხადა, "ჩვენ ვფანტაზიორობდით იმაზე, თუ როგორი კომპანია იქნებოდა ეს და როგორი სამყარო შეგვეძლო შეგვექმნა. ეს სახალისო იყო"

Denny's ასევე იყო ის ადგილი, სადაც ჰუანგი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, როდესაც ის სტუდენტი იყო.

"მე ძალიან ინტროვერტი, წარმოუდგენლად მორცხვი ვიყავი", - განუცხადა მან The Times-ს. "ერთ-ერთი გამოცდილება, რამაც ჩემი ჭურვიდან გამომიყვანა, იყო Denny's-თან ლოდინის მაგიდები. შეშინებული ვიყავი ხალხთან საუბრის პერსპექტივით."

ხუანგი ახლა 60 წლისაა და მისი შრომის დამსახურებით შექმნა კომპანია, რომელიც მომავალს განსაზღვრავს.

Nvidia-ს ჩიპები დღეს აუცილებელია მრავალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გასაძლიერებლად, მათ შორის ენობრივი მოდელების ჩათვლით, როგორიცაა ChatGPT და Bard.

Nvidia-მ ასევე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ გეგმავს განავითაროს თანამშრომლობა კომპიუტერული გენერირებული რეკლამების სარეკლამო გიგანტ WPP-თან.

Nvidia-ს ისტორიის თავმდაბალი დასაწყისი ასევე ჰგავს სხვა ტექნიკური გიგანტების წარმოშობის ისტორიებს. Facebook მარკ ცუკერბერგის ჰარვარდის საერთო საცხოვრებელ ოთახში შეიქმნა. სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა პირველი Apple კომპიუტერი, ჯობსის ოჯახის ავტოფარეხში შექმნეს...

თეონა რამაზაშვილი