ინვესტიცია კოსმოსში: ვინ იმარჯვებს ილონ მასკის და ჯეფ ბეზოსის მთვარის რბოლაში?

გასულ კვირას აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ ბეზოსის Blue Origin-მა მთვარეზე ასტრონავტების დისლოკაციის ადგილის ასაშენებლად 3,4 მილიარდი დოლარის კონტრაქტი მოიგო. კომპანიამ პირობა დადო, რომ დაფინანსების გარდა, პროექტზე ამ ოდენობაზე მეტის ინვესტირებას თავად განახორციელებდა.

იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომ გახდე პირველი, ვინც ასტრონავტებს მთვარეზე “აცხოვრებს“, საკმაოდ დიდი კონკურენციის გაძლებაა საჭირო, ხოლო მილიარდერებს ერთგვარი რბოლა აქვთ გამართული.

NASA-მ მასკის SpaceX-ს Artemis-ის მესამე და მეოთხე მისიებისთვის Starship-ის გამოყენებაზე კონტრაქტი მიანიჭა. ამისათვის NASA-მ თითქმის 2 მილიარდი დოლარი SpaceX-ს უკვე გადაუხადა.

თუმცა, ორ ძლიერ კონკურენტს შორის სფეროზე გავლენის მოსაპოვებლად ბრძოლა ისევ მიმდინარეობს...

ორივე კომპანია SpaceX და Blue Origin ძლიერად ახდენენ თვითკაპიტალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ NASA-ს მათთან პარტნიორობა მისი წლიური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე შეუძლია.

კერძო დაფინანსება ასევე ნიშნავს, რომ NASA იზოლირებულია ზედმეტი ხარჯებისგან. სადესანტო კონტრაქტები სავსეა ეტაპებით, რომლებსაც კომპანიებმა უნდა მიაღწიონ.

როგორც NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი აცხადებს, “ისინი კაპიტალისტური ეკონომიკის წარმომადგენლები არიან და ხალხი რისკავს... ხშირად, სადაც არის რისკი, არის მაღალი ჯილდო“.

აღსანიშნავია, რომ SpaceX მიზნად ისახავს შეუერთდეს FAA-ს გარემოსდაცვითი სარჩელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც შეიძლება შეაფერხოს Starship-ის მუშაობა. გარდა ამისა, SpaceX მისი რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებს OneWeb და Iridium თანამგზავრებს, რაც ბოლო წლის განმავლობაში კომპანიის 34-ე გაშვება იქნება.

Starlink მექსიკის სოფლებს ახალი პროგრამის საშუალებით აკავშირებს: კომპანია სერვისს დაახლოებით 3,300 თემს აწვდის, რაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია.

ჯერჯერობით ორ გიგანტს შორის პაექრობა ისევ მიმდინარეობს, უცნობია როგორ დასრულდება მეგა კომპანიებს შორის “კოსმოსის გადანაწილება“, თუმცა ერთი რამ, რაც ცხადად ჩანს არის ის, რომ “კოსმოსურ ტურიზმს“ და სხვა მიმართულებებს ლობირებას ზუსტად მასკისა და ბეზოსის კომპანიები გაუწევენ. შედარებით მცირე კომპანიები კი მცირე მიმართულებებით იმუშავებენ.

წყარო: cnbc.com

თეონა რამაზაშვილი