კანადური ელექტრომობილების სტარტაპი საქართველოში შემოსვლას განიხილავს

კანადურმა სტარტაპმა AXL ხელმისაწვდომი პრემიუმ კლასის ელექტრო კროსოვერი წარმოადგინა. AXL SharX-5-ის მსოფლიო პრემიერა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც კომპანია მოდელის ჩაშვებას გეგმავს. AXL ელექტრომობილების გაყიდვების დაწყებას თურქეთში, სომხეთში, საქართველოში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ზოგიერთი ცნობით, პირველი მიწოდება დაგეგმილია 2024 წლის თებერვალში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება ავტომობილების აწყობა.

AXL Electric Vehicles რეგისტრირებულია კანადის ქალაქ ნიუმარკეტში. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, კომპანიამ მოდელის სადებიუტოდ აირჩია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი - MENA. აბუ დაბიში ელექტრომობილობის სამიტის სტუმრებმა პირველებმა ნახეს ავტომობილი, თუმცა AXL-მა მსოფლიო პრემიერა დუბაიში, ბურჯ ხალიფაში გამართა.

AXL-ის აღმასრულებელი დირექტორის ალი ისლამის თქმით, მისი გუნდი მზადაა შესთავაზოს მყიდველებს ხელმისაწვდომი ელექტრომობილი "პრემიუმ დიზაინით და მდიდარი აღჭურვილობით". ფასიც კი გამოცხადდა - 39 800 დოლარი. კროსოვერი მიიღებს 20 დიუმიან ბორბლებს, გათბობას და ვენტილაციას სავარძლებში, ელექტრონულ ასისტენტებს, ბროლის გადაცემის სელექტორს, სამ დისპლეს და ბევრ სხვას, რაც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებისთვის.

მას ექნება 209 ცხენის ძალა და 67 კილოვატ/სთ სიმძლავრის ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფს 500 კილომეტრამდე გავლის მარაგს ერთჯერადად.

SharX-5 აქვს მხოლოდ ერთი ელექტროძრავა, რომლის სიმძლავრეც 209 ცხენის ძალაა. ასამდე აჩქარებას 7,4 წამში შეძლებს და ეს არის ყველაფერი, რაც მასზე ამ დროისთვის არის ცნობილი.

კოკა კვირკველია