იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, თითქმის 21%-ით გაიზარდა - pmcg

2023 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.9%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი